00:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 11:36:33, 3202 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს, აკაკი ბერიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა

ღვაწლმოსილ ექიმს, ქირურგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს - ბატონ აკაკი ბერიძეს დაბადებიდან 80 და სამედიცინო საქმიანობის დაწყებიდან 60 წელი შეუსრულდა.

აკაკი ბერიძეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მადლობის სიგელი გადასცა.

ღვაწლმოსილი ექიმი დღემდე აქტიურად ეწევა პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას, არის ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის ასევე არის მსოფლიო და ევროპის ქირურგთა ასოციაციის წევრი, ევროპის გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს გადაუდებელი ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი და სხვა.

აკაკი ბერიძის სახელს უკავშირდება აჭარაში ქირურგიული სკოლის ჩამოყალიბება და ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდების დანერგვა.

არის 15 გამოგონების ავტორი და ფლობს საავტორო მოწმობას, რომელიც დანერგილია პრაქტიკაში. გამოქვეყნებული აქვს 150 - ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics