16:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 13:59:29, 1427 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ

„უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს" -  ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.

ნათია თურნავას განცხადებით, წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპი დანერგვით. როგორც მინისტრმა აღნიშნა,  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა აქამდე საკმაოდ გართულებული პროცედურა იყო.

„როცა მეწარმეებს საკუთარი წარმოებისთვის წყლის მოხმარება სჭირდებოდათ, თუნდაც ჭაბურღილი ჰქონოდათ საკუთარ მიწაზე, ამ წყლის მოხმარება საჭიროებდა ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას. ახლა ეს მარტივდება და ისინი ძალიან მარტივად, პირდაპირი წესით შეძლებენ ჭაბურღილებიდან ტექნიკური წყლის მოხმარებას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ მთავრობა ასრულებს დაპირებას და სხვადასხვა სექტორში აქტიურად ამკვიდრებს ერთი ფანჯრის პრინციპს.

„ამით ჩვენ ვაჩქარებთ წიაღის, როგორც რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რადგან ეს მიწის რეფორმასთან და დაჩქარებულ პრივატიზაციასთან ერთად მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ბერკეტია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics