02:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 13:23:45, 1957 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - მტკიცება, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება, არის ოპოზიციის მცდელობა, მხარდამჭერებთან სახე შეინარჩუნონ

„მტკიცება, თითქოს ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება და კანონმდებლობის დონეზე რაიმე ცვლილება შესაძლებელია, არის ოპოზიციის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან სახე შეინარჩუნონ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციასთან შეხვედრაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა, ნათლად გამოჩნდა, რომ ოპონენტების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.

„იმის მტკიცება, რომ საარჩევნო კანონმდებლობის და კოდექსის დონეზე აქ რაიმე ცვლილებების გაკეთება არის შესაძლებელი, ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე ყველაფერი აშკარად გამოჩნდა, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, იმ ადამიანებთან გარკვეულწლილად სახე შეინარჩუნონ. მე ვთხოვ მოქალაქეებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვისაც ინტერესი აქვს ამ საკითხზე, საუბარი გავაგრძელოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია „გერმანულ მოდელს“ პარლამენტში სავარაუდოდ, დღეს დაარეგისტრირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics