|
2015-07-22 20:36:02, 922 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მათ სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციული შენობა, ყაზარმა, სასადილო და ის ოთახი დაათვალიერეს, სადაც ქვედანაყოფის ისტორიასთან დაკავშირებით მუზეუმი უნდა მოეწყოს. ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სამინისტროს წარმომადგენლებს სკოლის პირადი შემადგენლობის ისტორიაზე, ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინა. „ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი სერჟანტთა მომზადების ცენტრში. დავათვალიერე საკლასო ოთახები, დაწყებულია ბიბლიოთეკის პროექტი, რომლისთვისაც იმედი გვაქვს, რომ წიგნებს საქართველოს მოსახლეობისგან შევაგროვებთ. არის ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემები, რომლის ნაწილსაც იმედი გვაქვს, მომავალ წელს გადავწყვეტთ. თვითონ ცენტრში, როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე ხელმძღვანელობა ძალიან მოტივირებულია. მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. ანა დოლიძე სერჟანტთა მომზადების ცენტრში მიმდინარე ძირითადი ათეულის მეთაურის მომზადების კურსაც გაეცნო, სადაც სწავლებას 162 კურსანტი გადის. 12-კვირიანი კურსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ტაქტიკური საფუძვლების, სრული სპექტრის სამხედრო ოპერაციების, საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და ქვედანაყოფების მართვის პროცედურების სწავლებას მოიცავს. სერჟანტთა მომზადების ცენტრში სწავლება სამ ეტაპად - ძირითადი ათმეთაურის, ძირითადი ოცმეთაურისა და საშტაბო-სამეთაურო კურსად ხორციელდება. სამხედრო მოსამსახურეები ქვედანაყოფის მართვის პროცედურას, ლიდერობას, სამხედრო გადაწყევტილების მიღების პროცესს, ტაქტიკასა და საბრძოლო მომზადებას სწავლობენ. სერჟანტთა მომზადების ცენტრი 27 ივლისს 32 მსმენელს მიიღებს, რომლებიც საშტაბო-სამეთაურო სწავლებას გაივლიან. აღნიშნული სკოლა 2003 წლიდან ფუნქციონირებს, 2013 წელს სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა და 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)