|
2019-12-03 13:59:49, 1566 ნახვა
ეკონომიკა
ჯუდიტ სლაიტერი - მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი
„საქართველოში კარგად არის განვითარებული ციფრული ეკონომიკა და ადვილია ბიზნესის კეთება", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს ფორუმის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი ბიზნეს ფორუმი ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბოლო თვეების განმავლობაში. როგორც ჯუდიტ სლაიტერმა აღნიშნა, ფორუმი აერთიანებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ბიზნესებს, რათა მათ კიდევ ერთხელ ნახონ, როგორ არის შესაძლებელი ერთად მუშაობა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც ისედაც ძალიან კარგად ვითარდება. „საქართველოს მე-7 პოზიცია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში" აქ ჩამოსული ბიზნესებისთვის ძალიან მიმზიდველია. მათ სურტს ის კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რაც ამ გარემოებებს მოაქვს. უნდა ვთქვა, რომ ამავე რეიტინგში დიდი ბრიტანეთი საქართველოს ერთი პოზიციით ჩამორთება და მერვე ადგილიზეა. ჩვენ ძალიან გვინდა დღევანდელი ფორუმი ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად და ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაზრდისთვის გამოვიყენოთ", - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა. მისი თქმით, საქართველოში ბრიტანელი ბიზნესებისთვის მოხვედრა ძალიან ადვილია, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები. ამასთან, ჯუდიტ სლაიტერის თქმით, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი სტუმართმოყვარეობით, ქართული ღვინითა და სამზარეულოთი. „ჩვენ გვინდა, რომ აქ უფრო მეტი ბრიტანული ბიზნესი ჩამოვიდეს, მოიძიონ ადგილობრივი პარტნიორები და მეტი გაიგონ ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, საქართველოში ძალიან კარგად განვითარებული ციფრული ეკონომიკაა და ადვილია ბიზნესის კეთება. ასე რომ, ნამდვილად მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, მიიღონ მეტი ინფორმაცია, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)