|
2019-12-02 16:49:09, 2644 ნახვა
კომენტარი
კობახიძე აქციის მონაწილეების ბანერებზე: უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა
„თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან რაც უნდათ, მაგრამ ვერ მოდიან, იმიტომ რომ იციან რა საკადრის პასუხს მიიღებენ ჩემგან“,-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მისულს ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ. მისი თქმით, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, რომლებმაც არ იციან "ვის რა დააჭერინონ ხელში". „აქციასთან დაკავშირებით მოკლედ გეტყვით, იყო რამდენიმე ბავშვი შეკრებილი. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვეტყვით მათ, საყვედურის თქმაც არ შეგვიძლია. საყვედური ეთქმის "ნაცმოძრაობას", რომლებიც ბავშვებს იფარებენ. თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან რაც უნდათ რომ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხსაც მიიღებენ, ისინი ჩემგან მიიღებენ მძიმე და საკადრის პასუხს, ამიტომ ვერ ბედავენ ამის გაკეთებას და იფარებენ ბავშვებს, რაც არ არის კაცისთვის და ქალისთვის საკადრისი საქციელი, ეს არის მათი სახე, ისიც უნდა იცოდნენ გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა დააჭერინონ, ტრანსფარანტი მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე ეს არის ნაცმოძრაობის სახე, რომლებმაც არ იციან ვის რა დააჭერინოს ხელში“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ „მონა“, „პროპორციული დაიდოს“ , „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს“ , - ამ შეძახილებით შეხვდნენ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მისულ პარლამენტის. ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)