|
2019-11-28 18:59:33, 2807 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძის ანგარიში და ახალი პროექტების დაანონსება ოლადაურში
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო ოლადაურში, მაწყვალთაში, კარაპეტისა და მახალაკიძეებში არსებულ ვითარებას და ადგილობრივებს, გაწეული საქმიანობის ანგარიშთან ერთად, 2020 წელში განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები გააცნო. მერის განცხადებით, პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის პროგრამები, კულტურული, სპორტული, ახალგაზრული ღონისძიებები, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებები.
,,ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ღია ფორმატის შეხვედრების დროს გამოიკვეთა და ძირითადად ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა, მაქსიმალურად აგვესახა 2020 წლის ბიუჯეტში. ჩვენი მიზანია თანდათანობით მოგვარდეს, მოწესრიგდეს სოფლებში ინფრასტრუქტურა და ადგილობრივებს გქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები, ვიდრე დღეს არის. განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სოფელმა ნახოს მეტი სარგებელი. მინდა აქვე დავაანონსო მაწყვალთისა და კარაპეტის სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა, რომლის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამ მიმართულებით მერია მომავალ წელს 300 000 ლარამდე დახარჯავს. ეტაპობრივად მოწესრიგდება, როგორც ადმინისტრაციული ასევე, სოფლის ცენტრები“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძემ აღნიშნულ სოფლებში, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ოლადაურის ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე მან შენიშნვები გამოთქვა და მერიის შესაბამის სამსახურებს დაავალა, შემსრულებელმა კომპანიამ არსებული ხარვეზი, საგარანტიო ვადებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, დროულად აღმოფხვრას.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)