|
2015-07-22 11:26:51, 725 ნახვა
ეკონომიკა
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა. პროექტი 230 მილიონის ღირებულებისაა. თბოელქტროსადგურის სიმძლავრე 257 მეგავატია და იგი ყოველწლიურად 1,6 მილიარდ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტი საპარტნიორო ფონდისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით განხორციელდა. თბოელექტროსადგურის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გარდაბნის თბოელექტროსადგური ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული დასაყრდენი იქნება. "დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს ჩვენ ვხსნით საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს. ეს არის ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით, უახლესი ტურბინებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური. მე მართლაც დარწმუნებული ვარ, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგური დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო გააძლიერებს, მეტად დამოუკიდებელს გახდის ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას. მე ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ეს ობიექტი იქნება მართლაც სერიოზული დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს არის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი. მე მინდა ჩვენს ხალხს მივულოცო ეს წარმატება და ვუსურვო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტი გაგვეხორციელებინოს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა პროექტის განხორციელებისთვის საპარტნიორო ფონდს, ნავთობისა და გაზის კორპორაციას და თბოსადგურის მშენებლ თურქულ კომპანია „ჩალიკ ენერჯის“ მადლობა გადაუხადა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)