10:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 17:51:01, 464 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საქართველო არის სანდო დასაყრდენი პარტნიორი ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის

„საქართველო არის აბსოლუტურად სანდო დასაყრდენი, პარტნიორი ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის“,-ამის  შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის სასახლეში  განაცხადა, სადაც ევროკავრიშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით,  ქართული შენაერთების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში  დასტურია იმისა, რომ საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილია.

„საქართველო არის აბსოლუტურად სანდო დასაყრდენი პარტნიორი ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ეს საუკეთესოდ დადასტურდა ცენტრალური აფრიკის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ფრანგულ კონტიგენტთან ერთად მხარდამხარ ვიდექით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭიდრდა ამ მისიას. ამას ყველა აღიარებს. რომ არ ყოფილიყო ქართული კონტიგენტი, შესაძლოა, ეს მისია საერთოდ არ შემდგარიყო. ანალოგიურია ავღანეთშიც ქართველების თანამონაწილეობა, როდესაც პატარა ქვეყანას რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჯარი გყავს, თუ დავითვთლით აშშ-ის მერე, ეს ყველაზე კარგად ადასტურებს ყველა იმ განაცხადს, რომელსაც პოლიტიკოსები და ქართველი ხალხი აკეთებენ ხოლმე რეფერენდუმებზე და ყოველი არჩევნების წინ. ჩვენი ინტეგრაციის გზა სწორედ ამ მისიებში მონაწილეობით დასტურდება“,- განაცხადა  თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics