|
2019-11-20 14:20:08, 2662 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი - ფრაქციის შექმნაზე მოლაპარაკებები გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებმაც კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობა დატოვეს
„ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტეს“, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ახალი ფრაქციის შექმნაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი ფრაქცია პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესებისთვის კარგი რესურსი იქნება. „ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ახალი ფრაქცია შევქმნათ. გვარებს და დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობა დატოვეს. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ეს ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, კარგი რესურსი იქნება, რომ პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. რაც შეეხება კითხვას, აპირებენ თუ არა პოლიტიკური პარტიის შექმნას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. „კიდევ ერთი დამატებითი პარტიის შექმნის საჭიროებას ვერ ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ პოლიტიკაში ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა, რადგან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რამდენიმე დღეა გასული. ჩვენი გეგმები დაკავშირებულია იმასთან, დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში როგორ უნდა წარიმართოს საპარლამენტო საქმიანობა და ეს ვადა დავასრულოთ ღირსეულად“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)