|
2019-11-17 21:39:28, 1720 ნახვა
კომენტარი
ვაჟა სირაძე - დღეს პარლამენტთან 5 500-მდე, რესპუბლიკის მოედანზე კი, 1 500-მდე მოქალაქე იყო შეკრებილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 5 500-მდე, რესპუბლიკის მოედანზე - 1 500-მდე, ხოლო ბათუმში გამართულ აქციაზე 50-მდე მოქალაქე იყო შეკრებილი. როგორც სირაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყებამ აქციის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყო და რუსთაველის გამზირზე მართლწესრიგის დაცვას ამ დრომდე აგრძელებს. მისივე თქმით, დღის განმავლობაში არც ერთი პირის დაკავება არ მომხდარა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველზე აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა 5 500-მდე მოქალაქე. აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და ბათუმში აქციაზე იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას და ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას. ამ ეტაპისთვის, არავის დაკავება არ მომხდარა, აქციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დაკავების გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)