|
2019-11-17 13:15:40, 1725 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა: დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს
„დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ და არ შეასრულებს, ამის პირობას ჩვენ ვდებთ“,- ამის შესახებ, „ევროპული საქართველო“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ან დაუბრუნებენ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ან ქვეყნის მართვას ვერ შეძლებენ. „ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, რაც შეეხება პარლამენტის ყაზარმად გადაქცევას, მე მხოლოდ ამას მივესალმები, იმიტომ რომ დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს და არ შეასრულებს, ამის პირობას ჩვენ ვდებთ. ვდებთ იმიტომ, რომ პარლამენტმა ჩაიდინა ქვეყნის ღალატი და ეს ღალატი არ ეპატიება მათ და ტყუილა ჰგონიათ, აი იმ გაქსუებულ დეპუტატებს, ამბოხებულ დეპუტატებს, რომ ხვალ შევლენ წყნარად, წამოგორდებიან იმ თავიანთ თბილ კაბინეტებში და გააგრძელებენ მუშაობას, ისე როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. არა მეგობრებო, თქვენი დღეები დათვლილია, ან თქვენ მოეგებით გონს და დაუჯერებთ თქვენს ბატონს, რომელიც, თურმე ნანობს, რომ პროპორციული ჩავარდა, ან ეტაპობრივად ყველა თქვენი ბუნაგი, იმიტომ, რომ ყველა თქვენი სახელმწიფო დაწესებულება თქვენ გადააქციეთ ბუნაგად, ნეპოტიზმის, კორუფციის, აღვირახსნილობის ბუნაგად, სადაც ადამიანებს წაართვით თავისუფალი არჩევანის საშუალება. ამიტომ შეუძლებელია "ქართულმა ოცნებამ" , უნდა იცოდეს ქართლი ოცნების თავმჯდომარემ, მისმა დამსმელმა, ბატონმა ივანიშვილმა, რომ აი ასე, ჩვეულებრივად, ისინი ქვეყნის მართვას ვერ შეძლებენ. ან ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას დაუბრუნებენ, ან გადაყვებიაინ ამას. ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, ეს არ იქნება მარტივი , მაგრამ ეს არის შესრულებადი და აუცილებლად გაკეთდება, იმიტომ რომ ამ ქმედებების უკან დგას გაბრაზებული საქართველოს მოქალაქეები“, - განაცხადა უგულავამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)