|
2019-11-14 14:17:26, 1556 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უმძიმესი ნაბიჯი გადადგა - რეაქცია იქნება რადიკალური
„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უმძიმესი ნაბიჯი გადადგა“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. ბოკერიამ განვითარებულ მოვლენებს „სპექტაკლი“ უწოდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილმა მიიღო და არა უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილმა. „არავის სჯერა ამ სპექტაკლის, 100 დეპუტატი რო შეგროვდა, არც იმ ხალხის, ვინც წინააღმდეგ წავიდა. ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, ძალიან ცუდი ქვეყნისთვის მაგრამ პირველ რიგში მისთვის. ეს არის ახალი რეალობა და ამ რეალობაში, როცა მან მოატყუა მთელი საზოგადოება, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, არც ერთი პოლიტიკური სტრატეგია უკვე აღარ არის გამორიცხული. აქტიური ბოიკოტის ჩათვლით, ყველაფერი უნდა განვიხილოთ. დღეს არსებული სისტემით არჩევნები შეიძლება ვეღარ ჩატარდეს, აღარ ჩაატარებინოთ საზოგადოებამ. როცა ასეთ ნაბიჯს დგავ, როცა მოატყუებ საზოგადოებას ესე უტიფრად, თავხედურად, სპექტაკლს გაითამაშებ, ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ფართომასშტაბიანი აქციები. ამ ყველაფერზე რეაქცია იქნება რადიკალური“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)