|
2019-11-13 17:36:46, 1998 ნახვა
კომენტარი
იზორია - პრემიერის ხელმძღვანელობით, უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება
დღეიდან პრემიერის ხელმძღვანელობით, გაძლიერებული ძალისხმევით, კოორდინაციის მაღალი ხარისხითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის მაღალი დონით უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა ლევან იზორიამ განაცხადა. ლევან იზორიას თქმით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის შიგნით არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. „პრემიერის დავალებით დღეიდან აქტიურად შევუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას. ასევე, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის შიგნით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, განსაკუთრებით კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები იყო განხილვის საგანი", - განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება კიბერუსაფრთხოების სფეროში. „უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში უსაფრთხოებაზე, გააძლიერებენ ერთმანეთში თანამშრომლობის კოორდინაციას. განვსაზღვრავთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიას და ეს ყოველივე იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ამით უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, რათა სწორედ თითოეულის უსაფრთხოებით, ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებით შევქმნათ კეთილდღეობის წინაპირობა. უსაფრთხოების გარეშე კეთილდღეობა წარმოუდგენელია", - განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)