|
2019-11-08 20:27:43, 3163 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი „ამირანთან“ მიმდინარე მოვლენებზე: არავის ეგონოს, რომ საქართველო გამონაკლისია - ტრაგედიას ნუ შევქმნით
„არავის ეგონოს, რომ საქართველო გამონაკლისია, სადაც საზოგადოების აზრთა სვადასხვაობა ამ ფორმით არის გამოვლენილი - ტრაგედიას ნუ შევქმნით“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან აღნიშნა, საწინააღმდეგო აზრის დაძლევა, რომელიც საზოგადოების ერთ ჯგუფს გააჩნია, სწავლით და განათლებით არის შესაძლებელი. „ჩემი პირადი ემოციური დამოკიდებულება სხვა არის, მაგრამ ვალდებულება არის თემა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვასრულებდე ჩემი ქვეყნის წინაშე. არავის ეგონოს რომ საქართველო გამონაკლისია, სადაც საზოგადოების აზრთა სვადასხვაობა ამ ფორმით არის გამოვლენილი. ასე რომ ტრაგედიას ნუ შევქმნით, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს კანონი და ამ კანონის დაცვით ვფასდებით ჩვენ მომავალ თაობაში. ჩვენი მოქმედებები მომავალი თაობისთვის უნდა იყოს სამაგალითო, სწავლით, განათლებით არის შესაძლებელი საწინააღმდეგო აზრის დაძლევა, რომელიც გააჩნია საზოგადოების ერთ ჯგუფს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დაადგება ცუდი დღე“, - განაცხადა ვოლსკიმ. დეპუტატი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილზე თავდასხმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბერძენიშვილმა ადგილზე სიტუაცია გაამწვავა. ცალმხრივად არ შეიძლება განხილვა. დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ ლაჩრები არიან და თუ ვინმე ვაჟკაცია შემებრძოლოს და შემეკრინოსო, მისგანაც ეს საუბარი შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს შეურაცყოფად. ყველა, ვისაც პოლიტიკაზე აქვს პრეტენზია, უნა ეცადოს კი არ გაამწვავოს, პირიქით შეარბილოს არსებული ვითარება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)