|
2019-11-07 13:35:59, 3203 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი - უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ მზად
"მადლიერებით აღვნიშნავთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერასა და ჩართულობას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული და დაფასებული მთელს საერთაშორისო არენაზე", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საურისას განაცხადა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატოსთან ურთიერთობის სწორი მიმართულება აქვს არჩეული და სამომავლოდ, ურთიერთობების გასაღრმავებლად მზადაა: „პირველ რიგში, მე მინდა, შევაჯამო კონფერენცია და ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, 300-მდე მონაწილე გვყავდა. ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იქნა დისკუსიები გახსნილი და ჩვენ ძალიან საინტერესო პასუხები მივიღეთ, კითხვებიც საინტერესო დაისვა. ჩვენ დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია იმის, რომ მაღალი დონის, რანგის დელეგაციები სტუმრობენ ბათუმს და სწორედ ბათუმში ტარდება უსაფრთხოების კონფერენცია. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, რომელზეც იყო გახსნილი დისკუსიები და ამომწურავი პასუხები გავეცით ყველა კითხვას, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში დაისვა. ასევე, მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ მადლიერებით აღვნიშნავთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერასა და ჩართულობას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული და დაფასებული მთელს საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ლონდონის ლიდერთა სამიტის შეხვედრასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სწორი მოლოდინები ჩამოყალიბდეს: „რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას და ზოგადად მოლოდინებს, მე ყოველთვის მითქვამს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გაუჩინო და შემდეგ იმედი გაუცრუო, ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო კომუნიკაციით ვატარებთ სწორ პოლიტიკას, სწორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, ჩვენი პოლიტიკა არის, ორ სიტყვაში ვიტყოდი – ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად. აი, ეს არის ძირითადი”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)