|
2019-11-06 17:31:48, 17170 ნახვა
High - Tech
მეცნიერებმა ყველაზე მავნე პროდუქტად ხორცი დაასახელეს
მეცნიერებმა ყველაზე მავნე პროდუქტი 7-წლიანი კვლევების შედეგად გამოავლინეს. ამჯერად, საკვები პროდუქტები, არამხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე შედეგების მიხედვით, არამედ პლანეტაზე უარყოფითი ზეგავლენის შესაბამისადაც დაიყო. ოქსფორდის უნივერსიტეტის და მინესოტას შტატის მეცნიერებმა ერთობლივი 7-წლიანი კვლევების შედეგი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს. ვერდიქტი არც თუ სახარბიელო აღმოჩნდა. გაირკვა, რომ საქონლის ხორცის მოხმარება ე.წ ნაადრევი სიბერის გარდა, ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორიცაა: მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადებები, ინსულტი, კუჭ-ნაწლავის სიმსივნეები და ა.შ. მეცნიერება ის ფაქტიც გაითვალისწინეს, რომ მესაქონლეობის ბიზნესი, კერძოდ კი, მსხვილფეხა საქონლის ფერმები, დიდ ზიანს აყენებენ პლანეტის ატმოსფეროს. ასეთი ობიექტებიდან დიდი რაოდენობით მძიმე გაზების გამოყოფა მიმდინარეობს, შემდეგ მავნე ნივთიერებები ატმოსფეროს გარკვეულ შრეებში გროვდება, რაც ოზონის შრის დაშლაში დიდ როლს თამაშობს. მეტი სიზუსტისთვის, - საქონლის ფერმების მიერ გამოყოფილი მავნე გაზების რაოდენობა ატმოსფეროში სახიფათო 30 პროცენტს შეადგენს. ამასთან, მკვლევარების განმარტებით, სასაქონლო ფერმებში ცხოველების გამოკვებისთვის განკუთვნილი მინდვრები მიწის 35% იკავებს, რაზეც სასმელი წლის 70%-ამდე იხარჯება. ანუ, დასკვნაზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა მესაქონლეობა, დედამიწაზე შიმშილის და სასმელი წყლის უკმარისობის პრობლემა თავისით აღმოიფხვრებოდა. მეცნიერებმა აგრეთვე, დღემდე უცნობი კანონზომიერება დაადგინეს, რის მიხედვითაც, რაც მეტად სასარგებლოა პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მით ნაკლები ძალისხმევაა საჭირო მისი წარმოების დროს. დავუშვათ, ისეთმა პროდუქტებმა, როგორიც გახლავთ სავსე მარცვლოვანი მარცვლეული, მცენარეული ზეთები, თხილი, კაკალი, ხილი, ბოსტნეული "მავნებლობის ინდექსით“ მხოლოდ 3-4 ქულა აიღეს, ხოლო საქონლის ხორცმა 15-ივე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)