|
2015-07-20 11:39:07, 387 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო: სომეხი მესაზღვრეების მიერ, საზღვრის გადმოწევის არანაირი მცდელობა არ ყოფილა
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ილუზია, საზღვრის დელიმიტაციამ შექმნა. როგორც კერესელიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო-სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვარი საბჭოთა კავშირის დროიდან, არც დელიმიტიზირებული და არც დემარკირებული არ ყოფილა ამიტომ, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის შემდეგ, საზღვრის დელიმიტიზაცია მოხდა. "დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია მუშაობს და ამ მონაკვეთზე დელიმიტიზაცია უნდა მომხდარიყო, გარკვეული ნაწილი დემილიტიზებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასაზღვრო პოლიციაც ადასტურებს, რომ საზღვრის გადმოწევას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია არის ასეთი - საბჭოთა კავშირის დროს, ეს ადმინისტრაციული საზღვრები არც დელიმიტიზირებული და არც დემარკირებული არ ყოფილა, აღნიშნული საზღვრის მონაკვეთი განიხილება როგორც სახელმწიფო საზღვარი, საქართველო-სომხეთს შორის. მოსახლეობა რომელიც აღშფოთებულია, ადრე მიწების დასამუშავებლად უფრო დიდ მანძილზე შედიოდა, თუმცა საზღვარი უფრო ახლოს გადიოდა. ახლა როცა დელიმიტირებულია, სომეხი მესაზღვრეები დადგნენ და მათ დღეს ალბათ აქვს უფლება, არ შეუშვან. იმ გაგებით, რომ მე შევდიოდი 10 მეტრით უფრო ღრმად და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შეიქმნა ილუზია, თითქოს რაღაც მიწები წაგვართვეს. რეალურად არანაირი საზღვრის გადმოწევის მცდელობა ან გადმოწევა არ ყოფილა", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)