09:30 - 23 May, 2026
|
2015-07-20 10:29:24, 308 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი შს ახალ მინისტრს 2-3 დღეში წარადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგენამდე, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს, - ამის შესახებ „ექსპრესიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შს ახალ მინისტრს პრემიერი 2-3 დღეში წარადგენს. ცნობისთვის, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა. კერძოდ, შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნება და როგორც უკვე ცნობილია, ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)