|
2019-11-05 11:45:11, 2505 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს სტუმრობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ, საოჯახო მარნების მფლობელ მეღვინეებს შეხვდა და იმერეთის რეგიონში აგროტურიზმის განვითარების კუთხით წყალტუბოს რეაბილიტაციის ინიციატივასა და სამინისტროს მიერ რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „ღვინის ტურიზმი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარულია. იმერეთის რეგიონში მასშტაბური პროექტის დაწყებით, რაც აბასთუმანი-წყალტუბოს განვითარებას გულისხმობს, მეღვინეობის კულტურით და მაღალი ხარისხის ღვინოებით გამორჩეული ბაღდათი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ხდება”, - აღნიშნა მინისტრმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე. ლევან დავითაშვილმა ბაღდათში არსებული მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარებით ეკონომიკური სარგებლის მიღების მნიშვნელოვან პერსპექტივაზეც ისაუბრა. „ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც აბასთუმანს აკავშირებს წყალტუბოსთან, ჩვენ გვაქვს აჯამეთის აღკვეთილი, სადაც უნიკალური მუხნარი და ბევრი მღვიმეა. ვფიქრობ, ამ რეგიონში ეკოტურიზმი და აგროტურიზმი ერთმანეთს შეავსებს და მეტ მნახველს მოიზიდავს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო ღვინის მარანში „შატო ფერსათი“ 23 ტონა ტევადობის ქვევრებია. მარანში ციცქას, ცოლიკოურისა და ალადასტურის ღვინოები იწარმოება. წლევანდელ რთველზე, ყურძნის 70% მეწარმემ ადგილობრივი ფერმერებისაგან შეიძინა. მცირე მარნის მფლობელი, სამომავლოდ, აგროტურიზმის მიმართულების განვითარებას გეგმავს. (NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)