06:08 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 18:08:15, 3011 ნახვა

კომენტარი
თურნავა ანაკლიის პროექტზე: ინვესტორებს მოვუწოდებთ, დროულად ჩამოყალიბდნენ

ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მოვუწოდებთ ინვესტორებს დროულად ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პორტი უკვე კრიტიკულად დაგვიანებულია, რადგან ის ფოთსა და ბათუმს კონტეინერების გადამუშავების ნაწილში უნდა შეშველებოდა.

"როცა მთავრობის წევრები ანაკლიის პორტზე ვსაუბრობთ ვგულისხმობთ, რომ ის კრიტიკულად დაგვიანებულია, რადგან იგი ფოთსა და ბათუმს კონტეინერების გადამუშავების ნაწილში უნდა შეშველებოდა. ჩვენს რეგიონში კონტეინერირებული ტვირთი უფრო და უფრო იმატებს და ეს ზრდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გრძელდება.

მიუხედავად ამისა, ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მოვუწოდებთ ინვესტორებს დროულად ჩამოყალიბდნენ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ტვირთბრუნვა ჩვენი დერეფნის და პორტების გავლით საკმაოდ სწრაფად იზრდება. მოგახსენებთ სტატისტიკასაც, გასულ 8 თვეში ფოთის პორტის მიმართულებით მთლიანი ტვირთბრუნვა გაზრდილია 37%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ვინაიდან ფოთის პორტის დიდი ნაწილი კონტეინიზირებული ტვირთია, ამ ნაწილში კიდევ უფრო მაღალი ზრდაა - 45%. ბათუმის პორტში შედარებით მოკრძალებული ზრდაა, რადგან იქ მაინც ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომელიც ისტორიულად იკლებს, რადგან როგორც წესი, მიმწოდებელი კომპანიები მილსადენებს არჩევენ ხოლმე, მაგრამ იქაც არის 5%-იანი ზრდა კონტეინერებში და ესეც საკმაოდ მაღალი ზრდაა",- განაცხადა თურნავამ.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics