|
2015-07-18 18:39:43, 357 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია: ქვეყნის დამოუკიდებლობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას
დღეს, ქვეყნის დამოუკიდებლობა ისე როგორც არასდროს, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდნარე საპრპტესტო აქციაზე განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება გონს არ მოვა. „სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ აქციას შემოვუერთდით და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა, რომ დღევანდელ აქციას შემოურთდეს. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ ეს არის პრობლემა. ხელისუფლება ამ პრობლემას არ იმჩნევს და განზე გადის. ხდება ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება და ამაზე ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყნის დამოუკიდებლობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია „STOP RUSSIA” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას აპროტესტებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)