|
2019-10-30 16:56:00, 1859 ნახვა
კომენტარი
ბესელია გენპროკურორის დიპლომზე: თადუმაძის ინტერვიუმ მათაც გაუჩინა კითხვები, ვისაც აქამდე არ ჰქონდა
"თადუმაძის ინტერვიუმ მათაც გაუჩინა კითხვები, ვისაც აქამდე არ ჰქონდა", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გენერალური პროკურორის დიპლომთან არსებულ კითხვებთან დაკავშირებით განაცხადა. მან თადუმაძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხებიც დაუწუნა და თქვა, რომ გენერალური პროკურორი ასე არ უნდა საუბრობდეს. "ასე არ უნდა საუბრობდეს გენერალური პროკურორი, რომ ეს ბოდვაა, კითხვები არ არსებობს, მოიხსნა ყველაფერი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ იმათთვის გააჩინა კითხვები, ვისაც არ ჰქონდა, იმ ღია ინტერვიუმ კომიტეტზე. მე მგონია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ისეთ უმაღლეს თანამდებობებზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და გენერალური პროკურორი, აქ საერთოდ კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს დიპლომთან დაკავშირებით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)