|
2019-10-30 16:06:51, 1697 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი კელი დაგნანის განცხადებაზე: ოპოზიცია განცხადებას ისე კითხულობს, როგორც მას უნდა
„საუბარი იყო, როგორც ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენ წინაშე დგას. ოპოზიციას, როგორც უნდა ისე კითხულობს ამ განცხადებებს, მათ შორის კითხულობს იმას, რაც არ თქმულა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩად წარდგენილ, კელი დაგნანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, ელჩის განცხადება იყო ლოგიკური და შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით საარჩევნო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა მიმდინარეობს. „ჩვენი ქვეყნისთვის რომ მომავალ წელს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი იქნება საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის სიახლე, არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ყველამ ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ. ჩვენი პარტნიორები უკვე ჩართულნი არიან ამ პროცესში, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საარჩევნო რეფორმაზე, მათი ექსპერტებიც მონაწილეობენ ჩვენთან ერთად კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენს პროპორციულ საარჩევნო სისტემას აქვს საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მათი მხრიდან და ეს არის აღქმული ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩობის კანდიდატმა კელი დაგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში დაგეგმილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)