|
2019-10-29 14:29:46, 2305 ნახვა
რეგიონი
Rough Guides-ის გვერდზე მკითხველებს აჭარაში მოგზაურობას ურჩევენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ბრიტანელი ბლოგერი, მოგზაური და ბრიტანეთის მწერალთა ასოციაციის წევრი რებეკა ან ჰალლი სტუმრობს. თბილისის დათვალიერების შემდეგ ბლოგერმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ქედის ტურისტული მარშრუტი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოინახულა. ბლოგერი აჭარის გზამკვლევს გავლენიანი ბრიტანული სამოგზაურო გვერდისთვის Rough Guides მოამზადებს, სადაც მოგზაურებს ახალ და საინტერესი ტურისტულ მიმართულებებს სთავაზობენ. გარდა ამისა, საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგერი ვრცელ მასალას განათავსებს საკუთარ ბლოგზე, რომელსაც ბრიტანეთსა და საბერძნეთში ათი ათასობით მკითხველი ჰყავს. „მსურს ჩემი ბლოგითა და გზამკვლევით ბრიტანელ მკითხველს ვაჩვენო თქვენი გასტრონომია, კულტურა, თუ რისი შეთავაზება შეუძლია რეგიონებს ტურისტებისთვის. ეს სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი მკითხველისთვის და ჩვენი მიზანია დავანახოთ მათ, თუ რისი გაკეთება და ნახვა შეუძლიათ საქართველოსა და რეგიონში მოგზაურობისას. ჩემთვის ბათუმი არის საინტერესო ნაზავი ძველისა და ახლის, ევროპული და აზიური კულტურების, არქიტექტურისა და რელიგიების. ერთის მხრივ თქვენ გაქვთ ახალი პრომენადები, შენობები და მეორეს მხრივ ძველი ევროპული არქიტექტურა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ახალია ბრიტანელებისთვის,“ განაცხადა აჭარაში მოგზაურობისას ბრიტანელმა ბლოგერმა რებეკა ან ჰალლიმ. გონიოს ციხეში ბლოგერს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა გაუწია მასპინძლობა და რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე ესაუბრა. „ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის პოპულარიზაციას. ამჯერად, ვმასპინძლობთ ბრიტანელ ბლოგერს, რომელიც წერს ძალიან გავლენიანი გამომცემლობისთვის Rough Guides. გარდა ამისა, უკვე ნოემბრის ბოლოს ველოდებით ჟურნალისტების ჯგუფს დიდი ბრიტანეთიდან, რომლებიც აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მოამზადებენ მასალებს, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარობას. ჯამში, კი მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)