|
2019-10-28 16:29:44, 2366 ნახვა
კომენტარი
ელისო კილაძე კიბერთავდასხმაზე: ეს შესაძლოა რუსული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია იყოს
„ეს შესაძლოა იყოს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაცია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პროდასავლური პოზიცია“, - ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, „ქრონიკა პლიუსმა“ მიიღო აუნაზღაურებელი ზარალი, რადგან 6-წლიანი ისტორია წაიშალა. „საიტიდან წაშლილია ყველა ტიპის ინფორმაცია, 6 წლის განმავლობაში რაც დავაგროვეთ არც ერთი სტატია აღარ იძებნება და საიტის გახსნისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ამოფრიალდა. ზარალს რაც შეეხება, პრაქტიკულად წარმოუდგენელი და აუნაზღრაურებელი ზარალი მივიღეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი 6-წლიანი ისტორია. ეს შესაძლოა იყოს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაცია. იმიტომ, რომ პირველსავე დღიდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს პროდასავლური პოზიცია. ჩვენ ვართ კრიტიკულები და თანაბრად კრიტიკულები, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების მისამართით“, - განაცხადა ელისო კილაძემ.ცნობისთვის, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი, რომლის შედეგად პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდებე ყოფილი პრეიდენტის გამოსახულება „მე დავბრუნდები“ გამოჩნდა, გაზეთი „ქრონიკა პლუსიც“ გახდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ „იმედსა“ და „მაესტროზე“ მაუწყებლობა შეჩერდა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტორმ გამოძიება დაიწყო.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)