|
2015-07-18 10:01:11, 469 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: გვმართებს თავშეკავება, რომ დაგეგმილ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ
„მივესალმები ჟურნალისტების ჩასვლას საოკუპაციო ზოლზე, თუმცა ჩვენ უნდა გვმართებდეს თავშეკავება, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საოკუპაციო ხაზზე ქართველი ჟურნალისტების ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ჟურნალისტებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს. „ვნახეთ იქ ჩასული ჟურნალისტები, მათ მიერ ჩატარებული აქცია. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მივესალმები, რადგან ჟურნალისტებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ის დიდი წუხილი, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აქვს დააფიქსირეს“,-განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საჭიროა მაქსიმალური თავშეკავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)