09:20 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 19:47:06, 352 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა ნდობის ჯგუფის ფორმატში დეპუტატებს საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულების დეტალები გააცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში, დეპუტატებს საფრანგეთთან საჰარეო თავდაცვის სისტემის თავდაცვისუნარიანობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალები გააცნო.

 „ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი. ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება ამის შემდეგ. ძალიან სერიოზული ხელშეკრულება დავდეთ. ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც თავდაცვისუნარიანობის გამყარების, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში“,-  განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავდაცვის მინისტრის  განცხადებით, საჰაერო  სისტემის თავდაცვისუნარიანობის  საკითხზე საფრანგეთთან  გაფორმებული ხელშეკრულებები  საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობებს უჩენს.  

საკანონმდებლო ორგანოში თინათინ ხიდაშელთან  ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე იმყოფებოდნენ.

საჰაერო სისტემის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე საფრანგეთთან პირველი ხელშეკრულება 15 ივნისს, მეორე კი 10 ივლისს გაფორმდა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics