|
2019-10-26 15:36:02, 1982 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - ჩვენი პრიორიტეტია, არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, მაგრამ ვებრძოლოთ ოკუპაციას
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ე.წ. საზღვართან არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ საოკუპაციო პოლიტიკას წლებია აწარმოებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციას მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას უპირისპირებს. "რუსეთი მრავალი წელია აქტიურია ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ახალი ღობეების თუ კონსტრუქციების გავლება ეტაპობრივად, მათი მხრიდან ხან როდის ხდება, ხან როდის. ეს არის მისი მიზანმიმართული საოკუპაციო პოლიტიკის გამოხატულება და პირდაპირი შედეგია, თუნდაც ატოცში ამგვარი საქმიანობის ანტიკანონიერი და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმიანობის, ეს შედეგია პირდაპირი თუნდაც 2008 წლის ომის. ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირებთ მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, ვებრძვით რა ოკუპაციას. არავის აქვს უფლება ამ ქვეყანაში დაგვავიწყდეს, რომ საოკუპაციო ხაზთან, ამ სოფლებში ცხოვრობს მშვიდობიანი მოსახლეობა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან და გააქტიურებულია ყველა ფორმატი. რთული პრობლემაა, ტრაგედიაა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ოკუპაცია ჰქვია, ამიტომაც მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა, რომ ერთის მხრივ ვებრძოლოთ ოკუპაციას, სანამ არ მივაღწევთ დეოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დაყენებული და რაიმე ტიპის პროვოკაციის მსხვერპლი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)