|
2019-10-25 12:36:08, 2719 ნახვა
ეკონომიკა
IFAD-ის სტრატეგიულ ფორუმზე საქართველოში განხორციელებული პროქტი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიულ ფორუმზე საქართველოში განხორციელებული პროქტი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. „IFAD-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტი (AMMAR) ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარეს. გამარჯვებული ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 22 ქვეყანაში განხორცილებულ პროექტებს შორის გამოვლინდა. ეს არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტის გუნდის დიდი წარმატება, IFAD-თან 20 წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტის მენეჯერმა, ლალი დურმიშიძემ. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიული ფორუმი ქალაქ სტამბოლში 22-24 ოქტომბერს გაიმართა. ფორუმს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტი ქვეყნის 200 დელეგატი ესწრებოდა. IFAD-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დელეგატებთან ერთად, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით რეგიონის განვითარების სამომავლო ხედვის ასპექტები განიხილეს. ფორუმის ფარგლებში დისკუსიები სხვადასხვა მიმართულებით გაიმართა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ პრიორიტეტად დასახელდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მხარდაჭერა. „უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დაწყებულია ახალი პროექტის - „მერძევეობის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომა“ განხორციელება, რომლის საგრანტო მიმართულება ქალებისთვის შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეღავათიანი უპირატესობა ხელს შეუწყობს ქალების გააქტიურებას და მათ შესაძლებლობას მისცემს, აქტიურად დაიწყონ აღნიშნული მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობა“, - განაცხადა ლალი დურმიშიძემ.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)