18:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 22:15:02, 1513 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი - გავრცელებულ წერილს არანაირი კავშირი არ აქვს პროგრესბანკის გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან

მედიაში დღეს გავრცელებული აუდიტორული კომპანია "დელოიტის" წერილი ეხება სს "თიბისი ბანკის" მიერ სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების შეძენასთან დაკავშირებული გარიგების მომენტში ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხს და არანაირი კავშირი არ აქვს "პროგრეს ბანკის" გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან. - ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მედიაში გავრცელებული ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ვითომდა ფულის გათეთრების თემას უკავშირდება, საქართველოს ეროვნულ ბანკს არ აქვს. ჩვენ მივმართეთ "თიბისი ბანკს", თუკი მათთან არსებობდა მსგავსი დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაეცათ პროკურატურისათვის და მოეწოდებინათ ეროვნული ბანკისათვის. თუმცა, "თიბისი ბანკმა" დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის მქონე აუდიტორული დასკვნა "თიბისი ბანკს" არ მიუღია და, შესაბამისად, არც გააჩნია.

ეროვნული ბანკისა და საფინანსო სისტემის მისამართით გამოთქმული მსგავსი უპასუხისმგებლო და მიზანმიმართულად არასწორი განცხადებები წარმოადგენს საფინანსო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს." - წერია ეროვნული ბანკის ინფორმციაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics