|
2019-10-24 13:57:21, 1278 ნახვა
კომენტარი
თურნავა: მცირე ჰესები, ვინც სახელმწიფოსგან გარანტირებულ ტარიფებს არ მოითხოვს, შეღავათებით ისარგებლებენ
მთავრობა იმ მცირე ჰესებისთვის და მათი ინვესტორებისთვის, ვინც არ მოითხოვს სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და გარანტირებულ ტარიფებს, შეღავათებს აწესებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მცირდება მცირე ჰესების მიმართ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რაც აქამდე ერთ მეგავატზე 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა. კერძოდ, იმ ჰესებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებითი შესყიდვის ხელშეკრულებებს და დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა ათჯერ მცირდება და იქნება 10 000 აშშ დოლარი ერთ მეგავატზე. მისი ინფორმაციით, ასეთი ჰესები საკმაოდ ბევრია. მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ენერგობაზრის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ბაზრის გახსნას და კონკურენციის სტიმულირებას გულისხმობს. „ამით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ინვესტორებისთვის გამოთავისუფლდება მათი რესურსის და საკუთარი კაპიტალის დაახლოებით 10%, რომელიც მოხმარდება უფრო სწრაფ მშენებლობას და მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში - ერთი მხრივ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჩენა, რამაც სტიმული მისცა ისეთ ჰესებს, რომლებიც არ მოითხოვს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და მეორე მხრივ - ჩვენი მხრიდან დამატებით ვუმცირებთ მოთხოვნილ გარანტიას და მათ განკარგვაში ვუტოვებთ მეტ რესურსს, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას მოხმარდება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)