03:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 11:37:02, 809 ნახვა

რეგიონი
სუს-ი: საოკუპაციო ძალების პროვოკაციული განცხადებები მათი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია

"მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად", - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადეს. 

საქმე ეხება დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის ბრალდებას, რომლის თანახმადაც „ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ცენტრალური ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება.

„პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - აცხადებენ სუს-ში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics