18:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 19:17:42, 1971 ნახვა

ეკონომიკა
„ბილაინის“ პარტნიორობით ჩატარებული NASA Space Apps Challenge-ის გამარჯვებულები ცნობილია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი „ბილაინი“, წელს მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი ეტაპის მხარდამჭერი გახდა.

Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი აბასთუმანში, ასტროფიზიკის ობსერვატორიაში ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა ორი პროექტი: Nature at Work, რომლის მიზანია წყლის გამოყენების მართვის სისტემის შემუშავება და  Ship Сhain - ღია ოკეანეში მყოფთათვის ინტერნეტის მიწოდების ეფექტური მეთოდის მოძებნა. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე გამარჯვებული პროექტებიდან NASA შეარჩევს საუკეთესოებს, Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარსადგენად. 

NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48 საათიანი ჰაკათონია და მიზნად ისახავს კაცობრიობისთვის გლობალური პრობლემების გადაწყვეტისთვის ინოვაციური იდეების გენერირებას. კონკურსი ერთდროულად ტარდება მსოფლიოს გარშემო და წელს რეკორდი მოხსნა: 29,000 მონაწილე, 80 ქვეყანაში.

ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau -სა და ბილაინს შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგარდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭრაზე.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics