|
2015-07-17 14:13:01, 370 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს
პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს. მთავრობის მიერ 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შემცირდა. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 25 მილიონი ლარით იზრდება და 9 900.0 მლნ ლარით განისაზღვრება. არ იცვლება ხარჯვითი ნაწილი და 9 მილიარდ 575 მილიონი ლარი რჩება. "თუ არ გავითვალისწინებდით არსებულ გარემოებებს და გვექნებოდა იგივე ბიუჯეტი, რაც თავდაპირველად დაიგეგმა, საბიუჯეტო დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3.7% იქნებოდა, რაც მიუღებელი იყო. ამიტომ ხდება კორექტირება და ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 3%-ის ფარგლებში. სავარაუდოდ, წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება არა 2%, არამედ შეიძლება 3%-მდე იყოს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საბიუჯეტო დეფიციტი წლის ბოლომდე კიდევ უფრო ნაკლები იქნება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)