|
2015-07-17 13:58:30, 344 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს დაბადების დღეს ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში დახმარებისთვის მადლობას უხდის. „ჩემთვის სასიხარულოა, რომ მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ვითარდება და ღრმავდება ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევისა და მიღწევების შედეგად. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი იმედის თვალით შეჰყურებენ თქვენს ვიზიტს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, განსაკუთრებით საერთო გამოწვევების არსებობის პირობებში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)