|
2015-07-17 13:08:57, 380 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფედერიკა ფავისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო–იტალიის ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა ფავის მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. ფედერიკა ფავი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2011 წლის 5 სექტემბრიდან იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)