|
2019-10-19 16:22:21, 2963 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ახალგაზრდობა და განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას ვამტკიცებთ საქმით.
დღეს ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა განხორციელებული პროექტების და შედეგების პრეზენტაცია გამართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სტიმულირების გაზრდის მიზნით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 3 თვის წინ შეიქმნა ახალგაზრდების კარიერული მხარდაჭერის ფარგლებში ცენტრმა სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მოახდინა 50-მდე ახალგაზრდის დასაქმდება/სტაჟირება აჭარის რეგიონში ოპერირებად 15-მდე ორგანიზაციაში. 3 თვის განმავლობაში რეგიონული ცენტრის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 7500-ზე მეტმა ახალგაზრდამ. მოეწყო საზაფხულო საერთაშორისო სკოლა და საზღვარგარეთ გაემგზავრა 21 ახალგაზრდა, AIESEC საქართველოსთან თანამშრომლობით წლის ბოლომდე საზღვარგარეთ სტაჟირება - დაუფინანსდება 30-მდე ახალგაზრდას, განხორციელდა შემეცნებითი ტურები, კიბერ ფესტივალი, მედია პროგრამა, ინტელექტუალური შეჯიბრებები და სხვა. „ახალგაზრდობა და განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას ვამტკიცებთ საქმით. დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა ასობით ახალგაზრდას მისცა ახალი შესაძლებლობები. უნდა დავნერგოთ უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების კულტურა და დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ეს გამოუვა. ჩვენ გვჭირდება ბევრი წარმატებული მოქალაქე ქვეყანაში. ჩემი მთავარი რჩევა ახალგაზრდების მიმართ იქნება - არ დაიზაროთ, ირწმუნეთ მომავლის, იყავით თქვენი საქმის სპეციალისტები" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ახალგაზრდობის ცენტრის მიერ განხორციელდა კვლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტში და პროექტები სწორედ ახალგაზრდების საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ წარმატებით ხორციელდება პროექტები, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და კავშირების გამყარებას, ახალგაზრდების გადამზადებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ახალგაზრდების კარიერული ხელშეწყობის და განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.
(NS)
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)