|
2019-10-19 12:56:00, 1241 ნახვა
კომენტარი
გაბუნიას ადვოკატი: პროკურატურის მიზანი გვარამიას დაკავება და „მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეფერხებაა
ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პროკურატურის ძირითადი მიზანი ნიკა გვარამიას დაკავება და „მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეფერხებაა. „პრინციპში, ძირითადი მიზანი, ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით უკვე „მთავარი არხის“ განეიტრალება და მისი მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მომავალში მოხერხდება“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. მანვე დასძინა, რომ ეს არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტების დაკითხვების სერიის გაგრძელება. „ეს არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტების დაკითხვების სერიის გაგრძელება, რომლებიც ახლა უკვე მოღვაწეობენ „მთავარ არხზე“ და „ფორმულაზე“. რეალურად, გამოძიებას, ალბათ, იგივე შინაარსის კითხვები ექნება, რა კითხვებიც ჰქონდა ნოდარ მელაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ზაალ უდუმაშვილთან. არ იცი, შეიძლება გამოძიებას აინტერესებდეს, როგორ აკეთებდნენ ასეთ წარმატებულ პროდუქტს და რატომ იყო „რუსთავი 2“ ასეთი რეიტინგული, როდესაც ეს ადამიანები მუშაობდნენ ამ არხზე. გაუთქმელობას რაც შეეხება, პრინციპში აქვე მოწმის სახით გამოკითხული ყველა პირი დაავალდებულეს, რომ არ გაემჟღავნებინათ ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა გამოკითხვისას და სავარაუდოდ, ეს გიორგი გაბუნიასაც შეეხება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიას ადვოკატმა. თავად გიორგი გაბუნიას პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)