|
2015-07-16 18:29:12, 497 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები „მომავლის ბანაკში“ დაისვენებენ
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „მომავლის ბანაკს“ მოზარდების მეორე ნაკადი ეწვევა. მათ შორის იქნებიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებიც. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ცოფურაშვილმა, უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ და პროექტის ხელმძღვანელმა თეა ყიფშიძემ ბანაკის მონაწილეებს ნაყოფიერი და საინტერესო დღეების გატარება უსურვეს. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, „მომავლის ბანაკში“ ჯამში ჩვენი 50 ბენეფიციარი დაისვენებს. ათი დღის განმავლობაში მათ ელოდებათ ძალიან საინტერესო პროგრამა. ანაკლიაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ყველაზე აქტიური წარმომადგენლები დაისვენებენ“, - განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ. „მომავლის ბანაკის“ პროექტის ხელმძღვანელის თეა ყიფშიძის ინფორმაციით, ბანაკის მეორე ნაკადისთვის მოზარდები საქართველოს 16 ქალაქიდან შეირჩნენ. ცნობისთვის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „მომავლის ბანაკი“ 5 ივლისს გაიხსნა. პროგრამის მიზანია: სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)