03:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 13:55:16, 1170 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ დაბაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დაბაში თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შუახევის მერს მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად გააცნო.

პროექტი: - ,,თამარ მეფის ქუჩაზე სკვერის, კიბეების და ღობის კეთილმოწყობა“ ითვალისწინებს , თამარ მეფის ქუჩაზე ბინებთან კიბეების და საყრდენი კედლის რეკონსტრუქციას, ლითონის ღობის მოწყობას და შეღებვას, კიბეების რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში სკვერის სრულად კეთილმოწყობაა დაგეგმილი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა შადრევანი დეკორატიული სანათებით, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, დაიგება ფერადი ფილები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პარკში განთავსდება და დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები.

,,მალე თამარ მეფის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ეზო,სადაც 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დგას, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. ეზოს რელიეფი, ამორტიზებული საყრდენი კედლები და ღობე განსაკუთრებულ საფრთხეს მოზარდებს უქმნიდა. პარალელურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობაც, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ თავისუფალი დრო გაატარონ ჯანსაღ და მყუდრო გარემოში. მომავალ წელს ვგეგმავთ ეტაპობრივად მსგავი პროექტების განხორციელებას და საბავშვო ატრაქციონების განთავსებას“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძე.

 სამუშაოებს შპს ,,მშენებელი 2019“ ასრულებს. პროექტზე 118 492 ლარამდე დაიხარჯება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics