|
2019-10-16 18:37:11, 1777 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება საქმიანი ვიზიტით. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე აღნიშნეს ITF -ის მიერ მიღებული ხარისხის ქარტიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს გადამზიდავებისათვის. ამასთან, ხაზი გაესვა ქარტიის მოთხოვნების საქართველოს მხრიდან წარმატებულ იმპლემენტაციას. მხარეებმა ასევე სამომავლოდ მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების კვოტების გაზრდის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამზიდავები აქტიურად იყენებენ ზემოხსენებული კვოტების ფარგლებში გამოყოფილ საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვებს, რამაც ჩვენს გადამზიდველებს შეუქმნა პირობები ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. საქართველოს მხარემ ასევე ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და ITF-თან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე. საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი - ITF (2006 წლამდე ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია ECMT) წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) არსებულ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 1953 წელს და დღეისათვის აერთიანებს 60 ქვეყანას. საქართველო ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციას შეუერთდა 1997 წელს და ჩაერთო ECMT-ის მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სანებართვო სისტემაში. აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ავალდებულებს ტრანსპორტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოიყვანოს საერთოევროპულ კანონმდებლობასთან, მაქსიმალურად უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო პროცესის მიმართ დაწესებული სტანდარტების უნიფიკაცია და ერთიანი უსაფრთხო საავტომობილო სივრცის ფორმირება, რაც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)