10:48 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 15:30:40, 1138 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: ქამრების მოჭერის მაგივრად, ისე მოუშვეს, რომ მთავრობას ღიპი გადმოუვარდა

„ქამრების მოჭერის მაგივრად, ისე მოუშვეს, რომ მთავრობას უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა. ეს არის სწორედ ქამრებ მოშვებული ბიუჯეტი“, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, შიდა ვალი ბოლო სამი თვის განმავლობაში 400 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

„ქვეყანას ახრჩობენ ვალებში. ხარჯებს ზრდიან შიდა ვალის აღების გზით. როგორ შეიძლება  ბიუჯეტში ცვლილებას ახორციელებდე, როცა ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ფასების ზრდა. 400 მილიონი ლარით მიღებული შემოსავალი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ადამიანებს, ხელისუფლებამ გარეთ გასცა საგარეო ვალის მომსახურებისთვის, ამიტომ 2020 წელს ჩვენ უარესს მდგომარეობას მივიღებთ. ეს ბიუჯეტი შეიძლება ითქვას, რომ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის ფეოდალური ბიუჯეტი“, - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics