|
2019-10-10 14:38:30, 1995 ნახვა
კომენტარი
გახარია - ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, რომ ქართული ბიზნესი ბევრად უფრო ძლიერი იყოს
ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას განავითარებს, არამედ საკმაოდ დიდი გადადინების ეფექტი აქვს. „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა დავიწყოთ იმ პრობლემების და ხარვეზების მოგვარება, რომელთა გამოსწორება სწრაფად შეიძლება, თუმცა შეგვიძლია, სისტემურ პრობლემებზეც ვისაუბროთ. დარგი კარგად ვითარდება - 9 თვის მონაცემებით დაახლოებით 60 მილიონზე მეტი ბოთლია ექსპორტირებული, რაც კარგი მონაცემებია. კარგად მახსოვს 2012-2013 წლები, როდესაც დაახლოებით 50 ათას ტონაზე ვსაუბრობდით. წელს, რთველში უკვე დაახლოებით 270 ათასი ტონა გვაქვს მიღებული", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობას. „რა თქმა უნდა, უკვე არის დრო ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ღვინის ხარისხი, გლეხის და მევენახის მიერ მოყვანილი ყურძნის ხარისხიდან იწყება. ყველაფერთან ერთად ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ თუ პრაგმატულად, ობიექტურად და შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტელი პრობლემები არ უნდა იყოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)