19:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-09 17:54:18, 2672 ნახვა

ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების  გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში როგორც მაკროეკონომიკური, ისე ფისკალური პარამეტრები შენარჩუნებულია კანონპროექტის პირველი ვარიანტით განსაზღვრულ დონეზე, თუმცა  მისი თქმით, წინა კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნები ძალაში რჩება და ამის შესახებ პლენარულ სესიაზეც იქნება საუბარი. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და მიაღწევს 13 313.1 მლნ ლარს. იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი სესიაზე განსახილველად მომავალ კვირას გავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics