|
2019-10-09 12:27:36, 2060 ნახვა
კომენტარი
კილაძე - „ნაცმოძრაობის“ მიზანია, საზოგადოებას შალვა თადუმაძის პასუხების მოსმენის საშუალება არ მისცეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს მიმართა, ჩაინიშნონ, თუ როგორ იქცევიან ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის მოსმენისას. როგოროც კილაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს თადუმაძის პასუხები „მასკარადით გადაფაროს“ და საზოგადოებას მოსმენის შესაძლებლობა არ მისცეს. „მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვირვებლებს, აუცილებლად მოინიშნონ ეს ინციდენტი ისევე, როგორც სხვა ინციდენტები. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ოპოზიციის ვალდებულებაა იყოს კრიტიკული, იყოს საქმიანი და მხოლოდ ეს უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას. ესენი რასაც აკეთებენ, არის მასკარადი და ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან აქ და ვკითხოთ, რომელიმე კონგრესმენი, რომელიმე სენატორი თუ იქცევა ასე. ოპოზიციის წარმომადგენლები დესტრუქციულად არ აძლევენ კანდიდატს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას. პირდაპირ ეს არის მიზანი ნაციონალური მოძრაობის, რომ საზოგადოებას არ მისცეს საშუალება, მოისმინოს ბატონი შალვა თადუმაძის პასუხები და ცდილობს, ეს პასუხები გადაფაროს მასკარადით, რაღაც შოუებით. ძალიან გთხოვთ, დააფიქსიროთ ამათი საშინელი საქციელის ყველა ეს გამოვლინება", - განაცხადა სოფო კილაძემ.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)