|
2019-10-08 11:41:18, 1509 ნახვა
კომენტარი
გახარია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს: თქვენთან საუბრის გარეშე არც ერთი ნაბიჯი სექტორში გადადგმული არ იქნება
"არც ერთი ნაბიჯი სექტორში გადადგმული არ იქნება თქვენთან საუბრის გარეშე, ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც უახლოესი პერიოდი ვიმოქმედებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა. „დავიწყეთ საუბარი ტურისტული სექტორით, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი გარღვევა, ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს აქ და რაც მთავარია გადაცემის ეფექტი ამ დარგს აქვს ყველაზე დიდი. მოგეხსენებათ, რომ 2018 წელი ჩვენ დავამთავრეთ დაახლოებით 7 მილიონზე მეტი ვიზიტორით ქვეყანაში და დაახლოებით 3,2 – 3,3 მილიარდი დოლარი შემოსავლებით ჩვენი ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, რომელზეც დღეს ჩვენ აქ უნდა ვისაუბროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე. ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა არის მთავრობის ფუნქცია აქ. მთავრობის ფუნქცია არის ის, რომ თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში ტურისტული მიმართულებით მოახდინა დაახლოებით 115 მილიონი ლარის ალოკაცია, რომელიც იქნება დახარჯული ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვყალიბდეთ მიმართულებებზე, როგორ, რანაირად, სწრაფად და ეფექტურად ვხარჯავთ ამ ფულს. კონკრეტულ შემთხვევებში თქვენ შეიძლება გქონდეთ პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ბიუროკრატიული იქნება, არაბიუროკრატიული, სუბიექტური თუ ობიექტური, გპირდებით, რომ ამას დასჭირდება დღეები, იქ სადაც შესაძლებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე მესმის ჩვენი ფუნქცია - დაგეხმაროთ და მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და დარგში შევქმნათ იდეალური საინვესტიციო გარემო. ეს არის ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი - მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი შემოსავალი, მეტი სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა. იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური ეფექტების გარდა ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი გადაცემის - ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ამას ჩვენთვის განვითარებადი დემოკრატიისთვის, განვითარებადი ეკონომიკისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.მინდა იცოდეთ, რომ ამ მთავრობის, ჩვენი გუნდის კარიც, ტელეფონებიც, ყველაფერი იქნება წვდომადი იმისთვის, რომ სწრაფად, იქ, სადაც შესაძლებელია, სადაც პრობლემები არის ობიექტური, სადაც პრობლემების გადაწყვეტას შევძლებთ სწრაფად, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. გთავაზობთ, რომ მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ შეზღუდვების გარეშე და მზად ვართ კრიტიკისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)