|
2019-10-08 11:18:19, 1597 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 164 მილიონ დოლარს აღწევს
2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში განხორციელდა 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი, რაც 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (533 206 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 40% (93 067 ბოთლი), პოლონეთი - 18% (2 905 372 ბოთლი) და ჩინეთი - 11% (5 334 939 ბოთლი). ექსპორტის ზრდის დინამიკა ასევე შეიმჩნევა შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 52% (503 832 ბოთლი), გერმანია - 36% (476 145 ბოთლი), ბელარუსი - 35% (1 606 565 ბოთლი), ისრაელი - 88% (218 921 ბოთლი), ესტონეთი - 19% (499 736 ბოთლი), რუსეთი - 11% (41 112 235 ბოთლი), მოლდოვა - 5717% (411 812 ბოთლი), ნიდერლანდები - 21% (73 078 ბოთლი), ჩეხეთი 102% - (62 700 ბოთლი), შვედეთი - 397% (55 506 ბოთლი), ბულგარეთი - 51% (24 228 ბოთლი), ავსტრალია - 15% (19 636 ბოთლი), კანადა - 2% (121 650 ბოთლი), მონღოლეთი - 13% (184 212 ბოთლი) და ა.შ. საექსპორტო ქვეყნების ათეულია: რუსეთი (41 112 235 ბოთლი), უკრაინა (6 766 841 ბოთლი), ჩინეთი (5 334 939 ბოთლი), პოლონეთი (2 905 372 ბოთლი), ყაზახეთი (2 477 358 ბოთლი), ბელარუსი (1 008 888 ბოთლი), ლატვია (988 122 ბოთლი), აშშ (533 206 ბოთლი), ლიეტუვა (503 832 ბოთლი) და ესტონეთი (499 736 ბოთლი). 9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა. გარდა ღვინისა, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით. გასული 9 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 54%-ით მეტი გასული წლის მაჩვენებელთან. საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 236 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)