|
2019-10-07 17:28:52, 1283 ნახვა
ეკონომიკა
საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის 60-60 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სესილი კოპრიემ ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებებს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის: · სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა" (PBL) – 60 მილიონი ევრო. (KfW) · სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა" (PBL) – 60 მილიონი ევრო. (AFD) KfW და AFD მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებასა და ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ პროექტი ოთხწლიანია, რომელზეც 2018 წლის 14 მაისს, საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, ხელი მოეწერა განზრახულობათა დეკლარაციას (გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან). პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს ჩამოირიცხა KFW - 49 მილიონი ევრო და AFD - 25 მილიონი ევრო სესხების სახით. ამასთან, პროგრამაში ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 8,44 მილიონ ევროს გრანტის სახით. ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)