|
2019-10-07 16:12:21, 1660 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე: უკანასკნელი 3 საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა
უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. მისი თქმით, დილით რეგისტრირებული იყო 5 500 მანქანა, ამ მომენტისთვის - 5 800. როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, A კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლის გაცემის პროცესი საბურთალოს ფილიალშიც დაიწყება. „ხედავთ დღეს დილიდან უკვე დაწყებულია ტაქსის მანათობლების დარიგების პროცესი. ეს რეფორმის მეორე ეტაპია. გვყავს ორი კატეგორიის ტაქსები. თეთრი ფერის ტაქსები მგზავრებს ქუჩიდან აიყვანენ. მერიამ მათ დაურიგა ერთნაირი მანათობლები, რომლებსაც ნათების ორი რეჟიმი აქვთ: მწვანე ნიშნავს, რომ ტაქსი თავისუფალია, წითელი - ტაქსი დაკავებულია. დღეს დილიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მოვიდა. ოპერატორები დავამატეთ, რათა მოქალაქეები რიგებში არ მდგარიყვნენ. იმედი მაქვს, შემდეგი დღეების განმავლობაში ყველა შეძლებს, მერიის ცენტრალურ ოფისში მოვიდეს და A კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლები სრულად დარიგდეს. ჩვენ უკვე საბურთალოს ფილიალიდანაც დავიწყებთ მანათობლების გაცემას, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. ხედავთ, მერიის პარკინგი ამ ავტომანქანებისთვის თავისუფალია, ყველას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მანათობელი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, ტაქსის მანათობლის დარიგების პროცესის დასრულების შემდეგ, მანათობლის გამოყენების წესების დარღვევისთვის, პირს ადმინისტრაციული სანქცია დაეკისრება. თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დღეს, დილიდან დაიწყო. შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. გარდა ამისა, მერიის საპარკინგე სივრცე მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის არის გამოყოფილი, რათა მანათობლების მიღებამდე ავტომანქანების კომფორტულად დაპარკინგება და მანათობლების დამონტაჟება შეძლონ.
(NS)
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)